თეონა აბდუშელიშვილი

თეონა აბდუშელიშვილი

პარტნიორი / აუთსორსინგის დეპარტამენტის უფროსი

თეონა მოორ ეიბისის პარტნიორია 2019 წლის 1 დეკემბრიდან. იგი კურირებს აუთსორსინგის მიმართულებას. მას შეუძლია რეკომენდაციების მოცემა  შემდეგ სერვისებში: ბუღალტერია, გადასახადები, ფინანსები, მენეჯერული აღრიცხვა, საბუღალტრო პროგრამების შერჩევა და ხელფასების დაანგარიშება.

თეონა ფლობს თავისუფალი უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს (MBA), არის სერთიფიცირებული ბუღალტერი (ACCA, CPA), აქვს ფინანსების სფეროში მუშაობის თორმეტწლიანი გამოცდილება. ამ წლების განმავლობაში კარგად შეისწვალა როგორც ფინანსური აღრიცხვა, ასევე საგადასახადო კანონმდებლობა და საბუღალტრო პროგრამები. იგი კარგად ერკვევა შემდეგი სექტორების მუშაობის სპეციფიკაში: საფინანსო, სამშენებლო, საინვესტიციო, სადისტრიბუციო, ტურიზმის, კერძო სკოლების და არასამთავრობო ორგანიზაცეიბის. ის არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

თეონა გამოირჩევა კლიენტების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით, მათთვის საჭირო რეკომენდაციების გაწევით და დროული დახმარების აღმოჩენით.