კარიერა

მოორ“-ში ჩვენ ხელს ვუწყობთ ადამიანებს, წარმოაჩინონ თავიანთი საუკეთესო შესაძლებლობები და ინდივიდუალურობა.

„მოორ“-ი არის ამბიციური, მიზანსწრაფული და მზარდი კომპანია, რომლის შუაგულშიც ჩვენი თანამშრომლები არიან.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ კომპანიის წარმატება დამოკიდებულია ჩვენს თანამშრომლებზე და ვაფასებთ თითოეული მათგანის ძალისხმევას. 

ჩვენი სამუშაო გარემო დაფუძნებულია გუნდურობაზე, თანამშრომლობაზე და ერთმანეთის მხარდაჭერაზე. ჩვენ გვსურს მივცეთ ჩვენს თანამშრომლებს თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალება.

ჩვენ ვეძებთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი კლიენტებისათვის დამატებითი ღირებულების შეთავაზება. ჩვენ მუდმივად ვეძებთ მაღალი მოტივაციის მქონე ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებაზე და აქვთ სურვილი იყვნენ ჩვენი ზრდისა და წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილი.
 

თუ შენ: 

  • ხარ პროაქტიული

  • გამოწვევებით სავსე გარემოში გსურს მუშაობა

  • გიყვარს სწავლა და იღწვი მუდმივი განვითარებისაკენ

  • მიისწრაფი ყოველდღიური პროფესიული ზრდისკენ 

  • მომართული ხარ ახალი იდეების განხორციელებაზე

ჩვენ გთავაზობთ:

  • გამორჩეულად შესრულებული სამუშაოს შესაბამის დაფასებასა 

  • მუდმივ ჩართულობას

  • გაგებით დამოკიდებულებას

ჩვენ გასწავლით:

  • როგორ გახდეთ ლიდერი!

  • როგორ მოახერხოთ დელეგირება!

  • როგორ მიაღწიოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს!

გარდა ამისა, ჩვენ გთავაზობთ:

  • მზარდ ანაზღაურებას;

  • უწყვეტ პროფესიონალურ ტრენინგებს;

  • პიროვნული განვითარებისა და სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;

  • ახლო სამუშაო კონტაქტს კლიენტებთან და უფროს აუდიტორებთან კარიერის ადრეული პერიოდიდან;

  • მხარდაჭერას, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია.

თუკი ამ ყველაფერში შენს თავს მოიაზრებ და გსურს აიხდინო შენი კარიერული ოცნებები, ჩვენ მოხარულნი ვიქნებით თქვენთან შეხვედრის.

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@moore.ge

ჩვენ გვჯერა გამორჩეულად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად დაფასების და დაჯილდოების, რადგან გვსურს ჩვენი ტალანტების შენარჩუნება.