რატომ ჩვენ?

ჩვენ ვიღწვით უზრუნველვყოთ პიროვნული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა და მენტორობა გავუწიოთ მოორის ოჯახის თითოეულ წევრს.

შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენ იმუშავებთ მაღალი რეპუტაციის ბრენდის საერთაშორისო ქსელში, რომელიც დაგეხმარებათ კარიერული წარმატების მიღწევაში.

ასევე, თქვენ მიიღებთ ახლო საქმიანი ურთიერთობების გამოცდილებას დირექტორებსა და მენეჯერებთან, უფრო მეტ პირდაპირ კონტაქტს კლიენტებთან, მრავალფეროვან სამუშაოს და პასუხისმგებლობის აღების შესაძლებლობას პირველივე დღიდან.

„მოორ“-ში ჩვენ აღვნიშნავთ თქვენს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას, თქვენს მიღწევებს, ცხოვრებისეულ წინსვლებს, თქვენს ინდივიდუალურობას და გაკეთებულ არჩევანს. 

ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ გუნდურ მუშაობას მეგობრულ გარემოში და პასუხისმგებლობის აღებას ადრეული პერიოდიდან.

ჩვენ გვჯერა უწყვეტი განათლების და მივისწრაფით თქვენი უნარების განვითარებისათვის რათა თქვენ გახდეთ პროფესიონალი. 

პროფესიული გამოცდილების მიუხედავად, ჩვენ ვახალისებთ ჩვენი თითოეული ახალი თანამშრომლის მისწრაფებას პროფესიული განვითარებისაკენ და ვუზრუნველვყოფთ მათ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსით, რათა დავეხმაროთ მათ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმის მიღწევაში.