დეკლარაციების მომზადება

მოორ ეიბისის აუთსორსინგის გუნდი ტექნიკური ანალიზის განსაკუთრებული უნარ-ჩვევებითა და დიდი გამოცდილებით, გთავაზობთ კონსულტაციებს საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ დაგიგეგმავთ თქვენ ბიზნეს პროცესებს ისე რომ მინიმალურამდე დავიყვანოთ თქვენი საგადასახადო ვალდებულებები და ასევე სრულ შესაბამისობაში იყოთ კანონმდებლობასთან. მოგაწვდით საგადასახადო დეკლარაციების დაანგარიშების და წარდგენის სრულ სერვისს.

ფიზიკური პირის გადასახადების გაანგარიშება

მოორ ეიბისის ააქვს ფიზიკური პირი კლიენტების ფართო და მრავალფეროვანი პორტფოლიო, დაწყებული მცირე შემოსავლების მქონე პირებიდან მაღალშემოსავლიან პირებამდე. ჩვენ გთავაზობთ სრულ მომსახურებას, მათ შორის საშემოსავლო და ქონების საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშებას, დეკლარაციების წარდგენას და ინფორმაციის მოწოდებას მოსალოდნელი საბიუჯეტო გადასახდელების შესახებ. ამასთანავე, ჩვენი მიზანი კლიენტის ინტერესების მაქსიმალური დაცვაა. ჩვენ გაწვდით ყველა სასარგებლო ინფორმაციას რომელმაც შეიძლება შეამსუბუქოს თქვენი საგადასახადო ტვირთი.