Moore-ის ყოველწლიური ტრადიცია - ჯომარდობა ფასანაურში.
ჩვენი უმთავრესი ძალა ერთიანობაში, საერთო ენერგიასა და იმ ტრადიციებშია, რომლებიც კიდევ უფრო გვაახლოებს.
წელს Moore-ის გუნდი ფასანაურის მთის მდინარეებსა და ტალღებს შეერკინა.
ჯომარდობა, ისევე როგორც ბიზნესი, მოითხოვს სრულ სინქრონს, ერთმანეთის ნდობასა და საერთო მიზნისკენ სწრაფვას.
როდესაც მთელი გუნდი ერთ ტალღაზეა (Riding the Same Wave), ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა და წინსვლა ბევრად მარტივი ხდება.
ასე, რომ განახლებული ენერგიით, მზად ვართ მორიგი ტალღებისა და მწვერვალების ერთად დასაპყრობად.

















