შესავალი

18 წლის წინ ჩვენი გზა ერთი მთავარი მიზნით დაიწყო: შეგვექმნა გარემო, სადაც ბიზნესი და ადამიანები ერთად განვითარდებოდნენ.

Moore 18 წლის გახდა და ეს წლები ჩვენთვის ციფრებზე ბევრად მეტია - ეს არის ათასობით სწორი გადაწყვეტილება, ასობით პარტნიორული ნდობა და ერთი უცვლელი ღირებულება: ზრუნვა.

Moore-ის ფილოსოფია მარტივია: ჩვენ ვეხმარებით ადამიანებსა და ბიზნესს წარმატებაში (Helping People Thrive). ამ 18 წლის განმავლობაში ჩვენი გუნდი იყო და რჩება იმ საყრდენად, რომელიც კლიენტებს ნებისმიერ გამოწვევაში სიმშვიდესა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

მადლობა ჩვენს გუნდს, რომელმაც Moore პროფესიონალიზმისა და მეგობრობის სიმბოლოდ აქცია. მადლობა თითოეულ პარტნიორს, რომ ჩვენთან ერთად ქმნით ამ ისტორიას.

18 წელი მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ვაგრძელებთ ზრდას თქვენთან ერთად!