შესავალი

მიშა აბაიაძის წვლილის აღნიშვნა საბუღალტრო და აუდიტორულ საქმიანობაში

მოხარულები ვართ, რომ SARAS-ის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე Moore-ის პარტნიორს, მიხეილ აბაიაძეს, სამახსოვრო ჯილდო გადაეცა - ანგარიშგებისა და აუდიტის მთარგმნელობითი სარედაქციო კომიტეტის საქმიანობაში მრავალწლიანი ჩართულობისა და სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის

საერთაშორისო სტანდარტების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობა პროფესიული ცოდნის გაღრმავებისა და ხარისხიანი პრაქტიკის საფუძველია. გვეამაყება, რომ ჩვენი გუნდის წარმომადგენელი კოლეგებთან ერთად ამ მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობს.

ვულოცავთ მიხეილს ამ აღიარებას და მადლობას ვუხდით კომიტეტის ყველა წევრს პროფესიის განვითარებისთვის გაწეული შრომისთვის!

ვულოცავთ SARAS-ის გუნდს 10 წლის იუბილეს და ვუსურვებთ წარმატებებს საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის ხარისხის გაუმჯობესების გზაზე.