პროექტ Social Ambition-ის ფარგლებში, Moore-ის გუნდი „კათარზისს“ ესტუმრა.
ჩვენმა კომპანიამ დააფინანსა ხანდაზმული ადამიანებისთვის განკუთვნილი სადილი, ხოლო Moore-ის გუნდის წევრებმა უშუალო მონაწილეობა მიიღეს მის მომზადებასა და გაწყობაში.
Moore-ში გვჯერა, რომ "Helping You Thrive" და "The Moore Way" ფილოსოფია მხოლოდ ბიზნესს არ ეხება - ის, პირველ რიგში, ადამიანებზე ზრუნვასა და ერთმანეთის გვერდით დგომას გულისხმობს.
მოხარულნი ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შეგვეტანა ამ თბილ და მნიშვნელოვან წამოწყებაში.
ერთად პოზიტიური ცვლილებებისკენ!













