შესავალი

Moore-ისა და WasteLess-ის თანამშრომლობა კვლავ გრძელდება!

პროექტ Social Ambition-ის ფარგლებში,ჩვენი გუნდის წევრები აქტიურად ჩაერთნენ ნარჩენების სორტირებისა და ჩაბარების პროცესში. ამ ინიციატივით Moore კიდევ ერთხელ უჭერს მხარს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებასა და რესურსების ხელმეორედ გამოყენების კულტურის დამკვიდრებას.

"The Moore Way" გულისხმობს მდგრადი ღირებულებების შექმნას როგორც ბიზნესში, ისე ჩვენს ყოველდღიურობაში.

მადლობას ვუხდით WasteLess-ის გუნდს პარტნიორობისთვის! ერთად შევქმნათ უფრო მწვანე და მდგრადი მომავალი