შესავალი

Moore Global-ის საერთაშორისო ქსელმა განვითარების ახალი, მასშტაბური ეტაპი დაიწყო - კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის (CEO) პოზიცია ვივიენ მიურმა (Vivienne Muir) დაიკავა.

მანამდე ვივიენი Moore Global-ის ოპერაციული დირექტორი (COO) გახლდათ. მისი ლიდერობითა და ჩართულობით, ქსელი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და შემოსავალმა $5.3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა მსოფლიოს 119 ქვეყანაში.

ვივიენის სტრატეგიული ხედვა ეფუძნება: აქტიურ მოსმენასა და პარტნიორობას, ინოვაციებსა და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას, დამოუკიდებლობასა და კორპორატიული კულტურის გაძლიერებას.

"ჩემი როლი არ არის შევცვალო ის, თუ ვინ ვართ. ჩემი მიზანია დავეხმარო ქსელს, სრულად გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი," - აღნიშნავს ვივიენ მიური.

Moore-ის გლობალური ოჯახი, 37,000-ზე მეტი პროფესიონალით მსოფლიოს 119 ქვეყანაში, მზადაა ახალი შესაძლებლობებისა და გამოწვევებისთვის.