ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების უფროსი სპეცილისტი
ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების უფროსი სპეცილისტი
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited- ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ვაკანსიას ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited - წარმოდგენილია 116 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 37,000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 5.1 მილიარდ აშშ დოლარს
ჩვენ გთავაზობთ:
- მზარდ ანაზღაურებას;
- უწყვეტ პროფესიულ ტრენინგებს;
- პიროვნული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;
- ახლო სამუშაო კონტაქტს კლიენტებთან;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მხარდაჭერას, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია.
ძირითადი მოვალეობები:
- ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და ელექტრონული ფორმით წარდგენა;
- ყოველთვიური ფინანსური უწყისებისთვის საჭირო ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი;
- საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა;
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
- ბუღალტრული გატარების (ხარჯების, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) ასახვა პროგრამაში;
- ხელშეკრულებების და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
- ხელფასების აღრიცხვა და დებიტორების/ კრედიტორების კონტროლი;
- წერილობითი მოხსენების მომზადება კრიტიკულ საკითხებზე;
- დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე საქმის დელეგირება და მათ მიერ შესრულებული საქმის კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება საქმიანობიდან გამომდინარე.
ძირითადი მოთხოვნები:
- სავალდებულოა უმაღლესი განათლება ფინანსურ სფეროში;
- სავალდებულოა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
- სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა;
- სავალდებულოა მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 - წლიანი გამოცდილება;
- სასურველია ბუღალტრული პროგრამა ბალანსის და ორისის ცოდნა;
- სასურველია გუნდის მართვის გამოცდილების ქონა;
- სასურველია ACCA სერთიფიკატი.
Personal Skills:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] და მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების უფროსი სპეციალისტი“.




