აუდიტორის ასისტენტი/სტაჟიორი
| სტაჟიორი | დეპარტამენტი: ფინანსური აუდიტი
დასრულების თარიღი: მიმდინარე |
ძირითადი მოვალეობები:
** აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით აუდიტში მონაწილეობა;
** აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება;
** აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა;
** განსაზღვრული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება;
** აუდიტის ჯგუფის წევრებისა და აუდიტის მენეჯერისათვის აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება;
ძირითადი მოთხოვნები:
** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
** ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის საფუძვლების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სწრაფად ათვისების უნარი
** ინტერესი ბუღალტერიის/ფინანსების/აუდიტის სფეროში
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი
** ყურადღება დეტალების მიმართ
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ თანამდებობის დასახელება "აუდიტის ასისტენტი/სტაჟიორი".




