აუდიტი და მარწმუნებელი გარიგებები

Audit and Assurance

აუდიტი და მარწმუნებელი გარიგებები

ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს მიერ თქვენს ბიზნეს კონტროლებზე გამოთქმული რწმუნების მნიშვნელობას და თქვენს მიერ მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის საჭიროებებს. ჩვენ გთავაზობთ უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ შესაბამისობის მომსახურება.

ჩვენ ამავე დროს ვაცნოებიერებთ, რომ ჩვენი რეკომენდაციები მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესის განვითარებისა და მიზნების მიღწევისათვის.

ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება შესაბამისობის მომსახურების გაწევისას არის მტკიცე კავშირი თქვენსა და ჩვენს გუნდს შორის. ეს საშუალებას გვაძლევს, ჩვენი სამუშაო დავგეგმოთ ზედმიწევნით, განსაკუთრებული სიზუსტით და მოვარგოთ თქვენს კონკრეტულ საჭიროებებს.ჩვენი აუდიტის გუნდი ფლობს საჭირო ცოდნას, მეთოდოლოგიასა და გამოცდილებას, რომ ვუზრუნველყოთ ჩვენი კლიენტები უმაღლესი დონის მარწმუნებელი მომსახურეობებით. ჩვენ გთავაზობთ შემდეგი ტიპის მომსახურებებს:

  1. ინდივიდუალური და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების აუდიტი

  2. ინდივიდუალური და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების მიმოხილვა

  3. აუდიტის და მიმოხილვის გარდა სხვა მარწმუნებელი გარიგებები

  4. შეთანხმებული პროცედურები

  5. კომპილაცია

ჩვენ ვიყენებთ რისკზე დაფუძნებულ მიდგომას, რომელიც მორგებულია თქვენი კომპანიის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე. რისკზე დაფუძნებული მიდგომა საშუალებას გვაძლებს ჩავატაროთ აუდიტი ეფექტურად და ეფექტიანად კრიტიკული სფეროების ანალიზის საფუძველზე. ჩვენს მიერ გამოყენებული მიდგომა წარმოადგენს ჩვენი მომსახურების ხარისხის განმსაზღვრელ მნიშვნელოვან ფაქტორს ჩვენი კლიენტებისათვის.

თქვენთვის შესაბამისი მომსახურების განსაზღვრისთვის ჩვენ ვითვალისწინებთ შემდეგ ფაქტორებს:

  • საჯარო ან კერძო

  • საწარმოს სიდიდე

  • ბიზნესის კომპლექსურობა

  • დაფინანსების მოთხოვნები

  • საწარმოს ზრდასთან დაკავშირებული ამბიციები

  • ფინანსური ანგარიშგების მთავარი მომხმარებლები (მაგ. აქციონერები, კრედიტორები, პოტენციური ინვესტორები, სამთავრობო ორგანოები, მფლობელები / ხელმძღვანელობა და ა.შ.).

ჩვენ დაგეხმარებით თქვენ როგორც მცირე, ასევე დიდ საწარმოებს თქვენი ბიზნეს საჭიროებების მიხედვით სხვადასხვა მოთხოვნებთან შესაბამისობაში, სხვადასხვა მომსახურეობის საშუალებით: აუდიტით, მიმოხილვითა და კომპილაციით და შეთანხმებული პროცედურებით დაწყებული და სხვა მარწმუნებელი გარიგებებით დამთავრებული. ჩვენ მზად ვართ, ასევე თქვენი ინდივიდუალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად შემოგთავაზოთ სხვადასხვა სერვისების კომბინაცია.

Audit and Assurance

დაუკავშირდით Moore Abc-ს

ჩვენი საერთაშორისო კორპორატიული გადასახადების გუნდი გთავაზობთ კომპლექსური მომსახურების სრულ სპექტრს.

"*" აღნიშნავს სავალდებულო ველებს.

ეს ველი ვალიდაციის მიზნებისთვისაა და უცვლელი უნდა დარჩეს.
ქვეყანა
ამ ფორმის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით თქვენი მონაცემების დამუშავებას ჩვენი წესების შესაბამისად კონფიდენციალურობის პოლიტიკა.