საშემფასებლო მომსახურება
შეფასება ქონების პროფესიული შეფასებისას გულისხმობს ქონების ეკონომიკური ფასეულობის განსაზღვრას. რეალურად, შეფასება მიზნად ისახავს ქონების არა როგორც ფიზიკური ობიექტის, არამედ მასზე საკუთრების უფლების ღირებულების და ამ უფლების გამოყენების შედეგად მისაღები ეკონომიკური სარგებლის განსაზღვრას. საშემფასებლო პრაქტიკაში ქონებად მიიჩნევა ნებისმიერი რამ (როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური), რაც შეიძლება ეკუთვნოდეს ფიზიკურ ან იურიდულ პირს და რომლის მიმართაც შესაძლებელია სვადასხვა სამეურნეო ოპერიაციების განხორციელება (ყიდვა და გაყიდვა, იჯარით გაცემა, გაქირავება, იპოთეკით დატვირთვა და დაგირავება). ამდენად, შეფასების საგანი შეიძლება იყოს:
მიწა |
ბიოლოგიური აქტივები |
შენობა-ნაგებობები |
მოქმედი საწარმო |
მანქანა-დანადგარები |
ბიზნესი და წილი ბიზნესში |
მოწყობილობები და ინვენტარი |
ინტელექტუალური საკუთრება |
მარაგები |
ლიცენზიები და ხელშეკრულებები |
შეფასების მიზნის გათვალისწინებით, შემფასებელი განისაზღვრავს შესაფასებელი ღირებულების შესაბამის ტიპს (დეტალური დახასიათებისთვის ეწვიეთ ბმულს). ქონების შეფასებაში განასხვავებენ შემდეგი სახის ღირებულებებს:
ყოველდღიურ ცხოვრებაში დამკვიდრებული ეკონომიკური ურთიერთობებიდან გამომდინარე, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შესაძლოა დასჭირდეთ ქონების ღირებულების განსაზღვრა და სასურველია, რომ მათ ისარგებლონ საშემფასებლო მომსახურებით შემდეგი გარემოებების დადგომისას:
ყიდვა-გაყიდვისას |
დაზღვევისთვის |
ფინანსური ანგარიშგებისთვის |
კომპანიათა შერწყმისას |
ინვესტიციების მოსაზიდად |
კომპანიის ლიკვიდაციისას |
სესხის უზრუნველყოფისთვის |
კომპანის რესტრუქტურიზაციისას |
აქტივების გადაფასებისას |
გაუფასურების ტესტირებისას |
დავების გადასაწყვეტად |
შესყიდვის ფასის განაწილებისას |
მემკვიდრეობით გადაცემისას |
|
ქონების შეფასება შესაძლოა გადამწყვეტი იყოს სტრატეგიული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას და დაეხმაროს ბიზნესს დამაჯერებელი არჩევანის გაკეთებაში.