საბუღალტრო მომსახურება

ჩვენი გუნდი გთავაზობთ სრულ საბუღალტრო მომსახურებას, თუმცა  საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია ვფოკუსირდეთ კონკრეტულ საკითხებზეც. მაგალითად, შეიძლება გსურდეთ მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის მართებს თქვენი ფულადი სახსრები  და რა რაოდენობით, ასევე  დაინტერესდეთ ხელფასების ნაწილში, ან დღგს-თან დაკავშირებულ საკითხებზე.

ჩვენი მომსახურება გულისხმობს შემდეგ სარგებლის მიღებას:

•    ბუღალტერია ქლაუდზე: ეს არის საბუღალტრო პროგრამის ბაზის ქლაუდზე განთავსების და ბაზასთან ინტერნეტით წვდომის პრაქტიკა. ტრადიცულად, ბუღალტრული პროცედურების განხორციელება შესაძლებელი არის პროგრამით რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერთან. ქლაუდ ბუღალტერიით კი მონაცემებთან წვდომა შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობიდან, რომელსაც რა თქმა უნდა გააჩნია ინტერნეტის მხარდაჭერა. ეს პროცესი კი გაცილებით მოქნილია, ვიდრე ტრადიცული.

•    პროგრამის ინდივიდუალური შერჩევა: ჩვენ ვიყენებთ პროგრამებს და სააღრიცხვო მიდგომებს, რომლებიც შეესაბამება ბიზნესის  ბუნებას და კომპლექსურობას.  ბუღალტრული პროგრამები მორგებულია ადგილობრივ გადასახადებისა და რეგულაციებს. 

•    კომპანიაზე მორგებული ფინანსური აღრიცხვა : ჩვენ შეგვიძლია თქვენს ბიზნესში გამოვიყენოთ ჩვენი სტანდარტული ანგარიშების სისტემა ან გამოვიყენოთ თქვენი საკუთარი.

•    მოქნილობა: ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ თქვენი აღრიცხვის მიდგომები თქვენი ბიზნესის საჭიროებების შესაბამისად.  

•    ეფექტურობა: ჩვენ მივიღებთ, დავამუშავებთ და დავაკავშირებთ თქვენი ბიზნესის მონაცემებს ყველაზე სწრაფად და ეფექტურად.

•    სიზუსტე: ჩვენი პროფესიონალი გუნდი უზრუნველყოფს თქვენი საბუღალტრო ინფორმაციის ზუსტ დამუშავებას, თუნდაც ტექნიკურად ყველაზე რთულ ვითარებაში.

•    რწმუნებულება: ჩვენ ვიცავთ  თქვენს ყველა ჩანაწერს  არსებული რეგულაციისა და თქვენი ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად.

•    რისკის შემცირება: ჩვენ ვამოწმებთ პირველადი დოკუმენტების შესაბამისობას საქართველოს ამჟამინდელ კანონმდებლობასთან და გაცნობებთ გამოვლენილი შეუსაბამობების და ამ მხრივ შესაძლო რისკების შესახებ.

დარეკვა
ელ.ფოსტის გაგზავნა