მოძრავი ქონების შეფასება
იმის გამო, რომ მოძრავ ქონებას მომსახურების შედარებით მოკლე ვადა აქვს, იგი მნიშვნელოვან ფიზიკურ გაუარესებას განიცდის, რაც უმრავლეს შემთხვევაში არ შეესაბამება ცვეთის ნორმატიულ განაკვეთს, რომელიც საბალანსო ღირებულების გადასაანგარიშებლად გამოიყენება. ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება კი, მოძრავი ქონების ფუნქციონალურ მოძველებას იწვევს. ღირებულებასა და ფასებზე ასევე ძლიერი გავლენა აქვს ინფლაციურ და დეფლაციურ პროცესებს. ყოველივე ეს ქონების შეფასებისა და გადაფასების საჭიროებას წარმოშობს.
ჩვენ გთავაზობთ შემდეგი კატეგორიის მოძრავი ქონების შეფასებას:
- საწარმოო და სამრეწველო დანიშნულების მანქანა-დანადგარები (მათ შორის, ძალოვანი მანქანები)
- სატრანსპორტო საშუალებები
- დიაგნოსტიკისა და მზომი მოწყობილობები და ხელსაწყოები
- ავეჯი
- ორგტექნიკა
- ცისტერნები და ავზები
- სასაქონლო მატერიალური მარაგები
- საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვა