უძრავი ქონების შეფასება

უძრავი ქონების შეფასებისას მნიშვნელოვანია შესაფასებელი ქონების ყველა თავისებურებისა და ასპექტის გათვალისწინება, როგორიცაა ადგილმდებარეობა, დაკავებული ფართობი, გეგმარება, ფიზიკური მდგომარეობა, ლიკვიდურობა, უძრავი ქონების ბაზრისა და ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა და სხვა.

ჩვენ გავცემთ შეფასების საერთაშორისო სტანდარტების (IVS) სრული დაცვით მომზადებულ საშემფასებლო ანგარიშს, რომელიც წარმოადგენს დასაბუთებულ, ოფიციალურ დოკუმენტს და მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი წინასწარ შეთანხმებული დანიშნულებით. შეფასებებში გამოყენებული საშემფასებლო მიდგომები სრულად შეესაბამება პროფესიულ საშემფასებლო პრაქტიკაში დანერგილ მეთოდოლოგიას.

უძრავი ქონება მოიცავს მიწას და მის გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ, გულისხმობს შენობებს და ნაგებობებს. ჩვენ ვახორციელებთ ღირებულების შეფასებას უძრავი ქონების კლასში შემავალი ნებისმიერი ობიექტისთვის. სახელდობრ:

მიწის  შეფასება

  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (სახნავი, საძოვარი, სათიბი და ა.შ)
  • არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც თავისუფალი, ისე გაუმჯობესებული

შენობა - ნაგებობის შეფასება

  • ბინები და საცხოვრებელი სახლები
  • კომერციული დანიშნულების შენობები და სათავსები
  • საწარმოო შენობა-ნაგებობები
  • სასტუმროები და მოკლევადიანი განთავსების სხვა ობიექტები
  • დაუმთავრებელი მშენებლობა
  • და სხვა.