ბიზნესის ან ბიზნესის წილის შეფასება

ბიზნესის შეფასება კომპანიის ყველა აქტივის კომპლექსური შეფასებაა, რაც შეიძლება მოიცავდეს უძრავ ქონებას, მანქანა-დანადგარებს, ფასიან ქაღალდებს, მარაგებს, ინვესტიციებს და არამატერიალურ აქტივებს და ვალდებულებებს. გარდა ამისა, წარსულ, მიმდინარე და მომავალ შემოსავლებს, კომპანიის ეფექტურობას, განვითარების პერსპექტივებს და ბაზრის კონკურენტულ გარემოს.

ბიზნესის ღირებულება კომპანიის საქმიანობის ობიექტური მაჩვენებელია. ბიზნესის ღირებულების შეფასება არსობრივად საწარმოს მიმდინარე საქმიანობისა და პერსპექტივების ფინანსური, ორგანიზაციული და ტექნოლოგიური ანალიზია.