ინვენტარიზაცია

ინვენტარიზაციის მნიშვნელობა დამოკიდებულია თქვენი ბიზნესის აღრიცხვის სისტემაზე ძირითად საშუალებებთან მიმართებაში. ძირითადი საშუალებები აღრიცხული უნდა იყოს ყოველწლიურად აქტივების მართვის ერთეულებად:

  • კომპიუტერული აღჭურვილობა

  • საწარმოო აღჭურვილობა

  • მსუბუქი ავტომობილები

ინვენტარიზაცია იყოფა ორ მთავარ, მარტივ და კომპლექსურ, კატეგორიად. მიუხედავად იმისა, ინვენტარიზაცია აქტივების კონკრეტულ ჯგუფზე და რაოდენობაზე, თუ მთლიანად საწარმოს საკუთრებაში არსებული აქტივებისთვის ხორციელდება.

მარტივი ინვენტარიზაცია გულისხმობს, ნივთების იდენტიფიკაციას, მათი მდგომარეობის, რაოდენობისა და მოცულობის განსაზღვრას კონკრეტული თარიღისთვის, კომპლექსური ინვენტარიზაციის დროს კი ზემოთ მოცემულ პროცედურებთან ერთად ხორციელდება კომპანიისთვის ინდივიდუალური უნიფიცირების სისტემის შემუშავება დეპარტამენტებისათვის, აქტივების სახეობებისათვის, ასევე აქტივების ეტიკეტირება, დეპარტამენტებს შორის აქტივებზე ინფორმაციის გაცვლის წესების და ფორმების შემუშავება, რათა დროში ეფექტურად აისახოს შესაბამის უწყებებში აქტივების მიმოსვლის პროცესები, ასევე აქტივების ფაქტობრივი ლოკაციის (საწყობის დ ა.შ.) განსაზღვრა და მითითება.

აღნიშნული ინვენტარიზაციის მომსახურება ეხმარება თქვენს კომპანიას გაზარდოს აქტივების მართვის ეფექტურობა და განახორციელოს სათანადო კონტროლი საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაზე და მის ქონებაზე.