აქტივების და ქონების მენეჯმენტი

ქონების და აქტივების მენეჯმენტი ორი განსხვავებული პროფესიაა:

ქონების მართვა კონცენტრირდება უმეტესად ყოველდღიურ ოპერაციებზე. ხალხი რომელიც მუშაობს სპეციფიურ ქონებებთან, ხშირად ითავსებენ ქონების მართვის პასუხისმგებლობასაც. ქონების მენეჯერი ორიენტირებულია ქონების ღირებულებაზე. ქონების მართვა მოიცავს: 

  • ქონების მოვლა პატრონობას

  • საიჯარო საქმიანობას

  • ქირის და გადასახადების მოკრებას

  • კონტრაქტორებთან და პერსონალთან მუშაობას

  • კონტაქტს სტუმართან და მაცხოვრებელთან

  • რეგულაციების, წესებისა და რჩევების მიცემას

  • რისკ-მენეჯმენტს

აქტივების მართვა ძირითადად დაკავშირებულია ფინანსურ საწყისებთან, განხორციელებული ინვესტიციის უკუგების და საკუთრების ღირებულების მაქსიმიზაციასთან. მოცემული საქმიანობის მთავარი სპეციფიკაა აქტივებზე გასაწევი დანახარჯების შემცირება და შემოსავლის ზრდა. აქტივების მენეჯერები უძრავ ქონებას, ინვესტიციად განიხილავენ.