არსებული საინვესტიციო პროექტის ანალიზი

კორპორატიული სამყაროს რეალობა საკმაოდ კომპლექსურია. კომპანიის გეგმების განხორციელებას ბიზნეს ატმოსფეროში სჭირდება რამდენიმე მთავარი პროცესის გატარება: ფინანსური ხარჯების კალკულაცია, გადასახადები, აქტივების მახასიათებლები, ბიზნესის კონკურენტული უპირატესობა, რისკ მენეჯმენტი, მართვის კონტროლები.

კაპიტალური ინვესტიციების ანალიზისას იყენებენ ბიუჯეტირების პროცედურებს, როგორც კომპანიები ასევე სამთავრობო სააგენტოები. ეს პროცედურები საჭიროა გრძელვადიანი სარგებლიანობის მისაღებად. კაპიტალური ინვესტიციების ანალიზისას გრძელვადიან პერიოდში განიხილება ძირითადი საშუალებები და აღჭურვილობა, სპეცტექნიკა ან უძრავი ქონება. რომლის დროსაც უნდა მოხდეს უმაღლესი სარგებლის განაკვეთის იდენტიფიცირება. არსებული საინვესტიციო პროექტის შეფასების კრიტერიუმებია: წმინდა ფულადი ნაკადები (NPV), უკუგების შიდა განაკვეთი (IRR), ფულადი ნაკადების დაბრუნების პერიოდი (PI), სარგებლისა და ხარჯების კოეფიციენტი (BCR).