მიმოხილვა

ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვის გარიგებისას მთავარი მიზანია აუდიტორის მიერ შეზღუდული რწმუნების მოპოვება ფინანსური ანგარიშგება მთლიანობაში შეიცავს თუ არა არსებით უზუსტობას. გარიგება ძირითადად დაფუძნებულია სამეურნეო სუბიექტის პერსონალის გამოკითხვასა და ფინანსური მონაცემების მიმართ ანალიზური პროცედურების ჩატარებაზე.

აუდიტორი გამოთქვამს მოსაზრებას იმის შესახებ, მიიქცია თუ არა აუდიტორის ყურადღება ისეთმა ფაქტმა, რომელიც

მას დაარწმუნებდა, რომ ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, მომზადებული არ არის ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად (მაგ. ფასს-ები).

მიმოხილვა წარმოადგენს შეზღუდული რწმუნების გარიგებას და მასზე ვრცელდება მიმოხილვის გარიგებების საერთაშორისო სტანდარტი (მისს).

მიმოხილვის გარიგება შესაძლებელია შემოთავაზებულ იქნას აუდიტის ალტერნატივად. მიმოხოლვის გარიგება ასევე იძლევა რწმუნებას, რომ ფინანსური ანგარიშგება შეიცავს თუ არა არსებით უზუსტობებს და თავისი ბუნებით, შეიცავს აუდიტი გარიგების ძირითად ელემენტებს. ამრიგად, ამ შემთხვევაშიც კლიენტის ბიზნესის ძირითადი რისკების შეფასება უზრუნველყოფილია. 

ვინაიდან, მიმოხილვის გარიგება არსებითად შეზღუდული მასშტაბისაა ვიდრე აუდიტი, ის ხშირ შემთხვევაში ეფექტური გამოსავალია იმ ბიზნესისათვის, რომელიც შედარებით დაბალი დონის რწმუნებას საჭიროებს.