კომპილაცია

კომპილაციის დროს გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სფეროში ექსპერტული ცოდნა და გამოცდილება ხელმძღვანელობის დასახმარებლად ფინანსური ინფორმაციის მომზადებასა და წარდგენაში, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად. ფინანსური ინფორმაციის მოსამზადებლად და წარსადგენად შესაძლებელია ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სხვადასხვა საფუძვლების გამოყენება: კონკრეტული სამეურნეო სუბიექტის ბუღალტრული აღრიცხვის მარტივი პრინციპებიდან დაწყებული ფინანსური ანგარიშგების საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტებით დამთავრებული (მაგ. ფასს-ები).

კომპილაცია არ წარმოადგენს მარწმუნებელ გარიგებას და მასზე ვრცელდება დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტები (დასს).