აუდიტი

ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დროს აუდიტორის მიზანია მოიპოვოს დასაბუთებული რწმუნება იმის შესახებ, შესამოწმებელი ფინანსური ანგარიშგება შეიცავს თუ არა არსებით უზუსტობებს.

აუდიტი წარმოადგენს მარწმუნებელ გარიგებას და ტარდება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (ასს).

შპს „მოორ ეიბისი“-ში ჩვენ ვიყენებთ რისკზე დაფუძნებულ მიდგომას. რისკზე დაფუძნებული მიდგომა მოიცავს აუდიტირებადი საწარმოს მიერ განხორციელებული ოპერაციების სხვადასხვა ასპექტების ანალიზს, შიდა კონტროლის სისტემისა და კონტოლის გარემოს ანალიზს, რათა გამოვლენილ იქნას რისკის შემცველი შესაძლო სფეროები აუდიტის სათანადოდ დასაგეგმად და მნიშვნელოვანი რისკის შემცველი სფეროებზე კონცენტრირებისთვის.

სხვა სიტყვებით, აუდიტისადმი ჩვენი მიდგომა პირველ რიგში აღიარებს შიდა კონტროლის მნიშვნელობას და კონცენტრირებულია ბიზნესის ძირითად რისკებსა და ფინანსურ ანგარიშგებებზე მათ შესაძლო გავლენაზე.

ჩვენ ყოველთვის ვაწვდით ჩვენს კლიენტებს აუდიტის პროცესში გამოვლენილ მნიშვნელოვან რისკებსა და შიდა კონტროლის სისუსტეებთან დაკავშირებულ საკითხებზე მენეჯმენტის წერილს, ასევე მათ დასაძლევად შემუშავებულ ჩვენს რეკომენდაციებს.

ჩვენ აქ ვართ,თქვენთვის და თქვენთან, რომ მოგაწოდოთ აუდიტი და სხვა მარწმუნებელი მომსახურეობები თქვენი ფინანსური ინფორმაციის სანდოობის გასაზრდელად კომპანიის აქციონერების, ინვესტორების, მომხმარებლების, მომწოდებლებისა და თანამშრომლების თვალში.