„მოორ ეიბისი“ საქართველოს ბაზარზე გაფართოებას გეგმავს

Moore საქართველოს ბაზარზე გაფართოებას გეგმავს, რისთვისაც პარტნიორებს და კვალიფიცირებულ თანამშრომლებს ეძებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ისინი თვითრეალიზების, პიროვნული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად იღწვიან  და მოწადინებული არიან, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა გააზიარონ. აქვე აღვნიშნავთ, კომპანიაში დასაქმება და მასთან ასოცირება არის იმის გარანტი, რომ მათ ზურგს გაუმყარებს მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ბრენდი, რომელიც დაეხმარებათ კვალიფიკაციის ამაღლებაში, პროფესიულ ზრდასა და საერთო სასარგებლო მიზნის მიღწევაში.

აღსანიშნავია, რომ Moore-მა ACCA-ისგან (სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაცია) წარმატებით მოიპოვა აკრედიტირებული დამსაქმებლის ოქროს სტატუსი (ACCA Approved Employer accreditation for Professional and Trainee Development) და  შეუერთდა ACCA-ის სტუდენტების და წევრების მხარდამჭერ ექსკლუზიურ ჯგუფს.

„მოხარული ვართ, რომ  Moore-მა წარმატებით მოიპოვა ACCA-ის აკრედიტირებული დამსაქმებლის სტატუსი. მსურს, კომპანიის  სახელით  მადლობა გადავუხადო ACCA-ის უკრაინისა და კავკასიის რეგიონის ოფისს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სტატუსი მოგვცემს მეტ სტიმულს, გავაგრძელოთ ჩვენს თანამშრომლებში ინვესტიცია  და დავეხმაროთ ბიზნესს ცვალებად სამყაროში მიზნების მიღწევაში“,- განაცხადა Moore-ის პარტნიორმა მიშა აბაიაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ბაზარზე კომპანია 2008 წელს გამოჩნდა და დღეს იგი წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერს ქვეყანაში, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ეწევა მომსახურებას საბუღალტრო და საგადასახადო, აღრიცხვა-ანგარიშგების, ქონების შეფასების, აუდიტის და დაკავშირებული პროფესიული მომსახურების სფეროში.

Moore abc-იმ, როგორც ქსელის წევრმა, საქართველოში ოპერირება Moore Stephens-ის სახელით დაიწყო. თუმცა, 2019 წლის 9 სექტემბერს, გლობალური რებრენდინგის შედეგად, კომპანიამ  სახელწოდება შეიცვალა. 

Moore abc წარმოადგენს აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელის - Moore Global Network Limited- ის დამოუკიდებელ წევრ კომპანიას. 

ბრიტანული წარმოშობის, საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო ქსელი Moore Golobal 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეხმარება კლიენტებს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოწვევებთან გამკლავებაში და წარმოდგენილია მსოფილოს 110-ზე მეტ ქვეყანაში, 30,000-ზე მეტი თანამშრომლითა და 600-ზე მეტი ოფისით.