დედამიწის დღე - 22 აპრილი, 2022

დედამიწის დღე - 22 აპრილი, 2022

22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღინიშნავს. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი სხვადასხვა ღონისძიებები. პირველად ეს დღე აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კოორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
 
მოორ ეიბისი განაგრძობს დედამიწის დღესთან დაკავშირებით აქტივობებს და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს. წელს ჩვენი კომპანიის ახალგაზრდა Social Ambition-ის ამბასადორებმა თავიანთ კოლეგებს მოუწოდეს გარემოს სასარგებლოდ თითო დაპირების განაცხადის გაკეთებისაკენ.  
 
ეს დაპირებები მოიცავს ისეთ აქტოვობებს, როგორიცაა ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, გამწვანების აქტივობებში ჩართვა, ადგილობრივ არასამთავრობოებთან გარემოს დაცვითი მიმართულებით თანამშრომლობა, დედამიწის დღესთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობებში მოხალისედ ჩართვა, ცოდნის შეძენა თანამედროვე გარემოსდაცვით პრობლემებზე და ა.შ.
 
აქტივობა რომელიც განხორციელდა ხაზს უსვამს კომპანიის მიზანს იყოს სოციალურად პასუხისმგებელი კომპანია, რომელიც მომართულია საზოგადოებაზე და გარემოზე პოზიტიური გავლენის მოხდენაზე.
 
კომპანია მადლობას უხდის თითოეულ თანამშრომელს ამ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობების აღებისათვის და მზად არის დაეხმაროს თითოეულ მათგანს ამ დაპირების განხორციელებაში.
 
თითოეული დაპირება მნიშნელოვანია. შემოგვიერთდი!
Screenshot_45.png