MOORE ABC-მ მოიპოვა ACCA-ისგან აკრედიტირებული დამსაქმებლის სტატუსი (ACCA Approved Employer accreditation for Professional and Trainee Development)

Moore, Abc
წარმატებით მოიპოვა ACCA-ისგან (სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციისგან) აკრედიტირებული დამსაქმებლის ოქროს სტატუსი (ACCA Approved Employer accreditation for Professional and Trainee Development) და ამგვარად შეუერთდა ACCA სტუდენტების და წევრების მხარდამჭერ ექსკლუზიურ ჯგუფს. დიდი მადლობა მოორ ეიბისის მმართველ პარტნიორსა და საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფ) გამგეობის წევრს / ეთიკისა და დისციპლინარული კომიტეტის თავმჯდომარეს - მიშა აბაიაძეს და ვულოცავთ მოორ ეიბისის უფროს აუდიტის  მენეჯერს - სოფო აბაიაძეს.
 
"მოხარული ვართ, რომ მოორ ეიბისიმ წარმატებით მოიპოვა ACCA აკრედიტირებული დამსაქმებლის სტატუსი. მოორ ეიბისის სახელით მსურს მადლობა გადავუხადო ACCA-ს უკრაინისა და კავკასიის რეგიონის ოფისს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სტატუსი მოგვცემს მეტ სტიმულს გავაგრძელოთ ინვესტიცია ჩვენს თანამშრომლებში და დავეხმაროთ ბიზნესს ცვალებად სამყაროში მიზნების მიღწევაში"- განაცხადა მიშა აბაიაძემ, კომპანიის მმართველმა პარტნიორმა და ბაფ-ის გამგეობის წევრმა / ეთიკისა და დისციპლინარული კომიტეტის თავმჯდომარემ.
 
“ჩვენ გვჯერა უწყვეტი განათლების და მუდმივად მივისწრაფვით ჩვენი ნიჭიერი და მოტივირებული თანამშრომლების პროფესიული უნარების განვითარებისაკენ. ACCA-ის აკრედიტირებული დამსაქმებლის სტატუსი ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს ვუზრუნველვყოთ ისინი ყველა შესაბამისი საშუალებით და მხარდაჭერით რათა მათ შეძლონ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენა და პროფესიაში წარმატების მიაღწევა.“ - განაცხადა სოფო აბაიაძემ, კომპანიის უფროსმა აუდიტის მენეჯერმა.