მოორ ეიბისიმ დედამიწის დღესთან დაკავშირებით ხეების დარგვის აქცია მოაწყო

მოორ ეიბისიმ 22 აპრილს დედამიწის დღესთან დაკავშირებით ხეების დარგვის აქცია მოაწყო. აქცია მიზნად ისახავდა ტყის განაშენიანების ხელშეწყობას. აქციაში მონაწილეობა მიიღო მოორ ეიბისის 30-მდე თანამშრომელმა. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანიამ ათეულობით ჭალის მუხის ნერგი დარგა კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე. ჭალის მუხა საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი.
მოორ ეიბისი იზიარებს თავის წილ პასუხისმგებლობას გარემოს მიმართ და ქვეყნის ეკოლოგიური მდგომაროების გაუმჯობესებისათვის აღნიშნული ღონისძიების მომავალში განხორციელებასაც გეგმავს.

“ჩვენი კომპანია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ეკიდება გარემოსა და საზოგადოებაზე ზრუნვას. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანოთ მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნაში.  მოორის  მთავარ ღირებულებებს შორის არის საზოგადოება და საზოგადოებაზე ზრუნვა. ჩვენ ღრმად გვწამს რომ შეგვიძლია საზოგადეობის კეთილდღეობაზე პოზიტიური გავლენის მოხდენა და მუდმივად მივისწრაფით უკეთესი მომავლისკენ. როგორც კომპანიას, ჩვენ გვჯერა ჩვენი ღირებულებების და ყოველთვის მივისწრაფვით ჩვენს გარშემო არსებულ გარემოსთან მიმართებაში პოზიტიური ცვლილებების განხორციელებისაკენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ აღნიშნული აქტივობის ყოველწლიური ტრადიციის სახით დამკვიდრებასაც ვგეგმავთ“ - განაცხადა სოფო აბაიაძემ,  აქციის ინიციატორმა.
 
დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი სხვადასხვა ღონისძიებები. პირველად ეს დღე აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კოორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.