უძრავი ქონების შეფასება

Real estate valuation

უძრავი ქონების შეფასება

უძრავი ქონების შეფასებისას მნიშვნელოვანია შესაფასებელი ქონების ყველა თავისებურებისა და ასპექტის გათვალისწინება, როგორიცაა ადგილმდებარეობა, დაკავებული ფართობი, გეგმარება, ფიზიკური მდგომარეობა, ლიკვიდურობა, უძრავი ქონების ბაზრისა და ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა და სხვა.

ჩვენ გავცემთ შეფასების საერთაშორისო სტანდარტების (IVS) სრული დაცვით მომზადებულ საშემფასებლო ანგარიშს, რომელიც წარმოადგენს დასაბუთებულ, ოფიციალურ დოკუმენტს და მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი წინასწარ შეთანხმებული დანიშნულებით. შეფასებებში გამოყენებული საშემფასებლო მიდგომები სრულად შეესაბამება პროფესიულ საშემფასებლო პრაქტიკაში დანერგილ მეთოდოლოგიას.

უძრავი ქონება მოიცავს მიწას და მის გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ, გულისხმობს შენობებს და ნაგებობებს. ჩვენ ვახორციელებთ ღირებულების შეფასებას უძრავი ქონების კლასში შემავალი ნებისმიერი ობიექტისთვის. სახელდობრ:

მიწის შეფასება

  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (სახნავი, საძოვარი, სათიბი და ა.შ)
  • არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც თავისუფალი, ისე გაუმჯობესებული

შენობა - ნაგებობის შეფასება

  • ბინები და საცხოვრებელი სახლები
  • კომერციული დანიშნულების შენობები და სათავსები
  • საწარმოო შენობა-ნაგებობები
  • სასტუმროები და მოკლევადიანი განთავსების სხვა ობიექტები
  • დაუმთავრებელი მშენებლობა
  • და სხვა.
Real estate valuation

დაუკავშირდით Moore Abc-ს

ჩვენი საერთაშორისო კორპორატიული გადასახადების გუნდი გთავაზობთ კომპლექსური მომსახურების სრულ სპექტრს.

"*" აღნიშნავს სავალდებულო ველებს.

ეს ველი ვალიდაციის მიზნებისთვისაა და უცვლელი უნდა დარჩეს.
ქვეყანა
ამ ფორმის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით თქვენი მონაცემების დამუშავებას ჩვენი წესების შესაბამისად კონფიდენციალურობის პოლიტიკა.