საშემფასებლო მომსახურება

Appraisal services

საშემფასებლო მომსახურება

შეფასება ქონების პროფესიული შეფასებისას გულისხმობს ქონების ეკონომიკური ფასეულობის განსაზღვრას. რეალურად, შეფასება მიზნად ისახავს ქონების არა როგორც ფიზიკური ობიექტის, არამედ მასზე საკუთრების უფლების ღირებულების და ამ უფლების გამოყენების შედეგად მისაღები ეკონომიკური სარგებლის განსაზღვრას. საშემფასებლო პრაქტიკაში ქონებად მიიჩნევა ნებისმიერი რამ (როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური), რაც შეიძლება ეკუთვნოდეს ფიზიკურ ან იურიდულ პირს და რომლის მიმართაც შესაძლებელია სვადასხვა სამეურნეო ოპერიაციების განხორციელება (ყიდვა და გაყიდვა, იჯარით გაცემა, გაქირავება, იპოთეკით დატვირთვა და დაგირავება). ამდენად, შეფასების საგანი შეიძლება იყოს:

მიწა      ბიოლოგიური აქტივები
შენობა-ნაგებობები    მოქმედი საწარმო
მანქანა-დანადგარები    ბიზნესი და წილი ბიზნესში
აღჭურვილობა და ინვენტარი    ინტელექტუალური საკუთრება
მოწყობილობები და ინვენტარი    ლიცენზიები და ხელშეკრულებები
შეფასების მიზნის გათვალისწინებით, შემფასებელი განისაზღვრავს შესაფასებელი ღირებულების შესაბამის ტიპს (დეტალური დახასიათებისთვის ეწვიეთ ბმულს). ქონების შეფასებაში განასხვავებენ შემდეგი სახის ღირებულებებს:

საბაზრო ღირებულება   სალიკვიდაციო ღირებულება
სამართლიანი ღირებულება   საგადასახადო ღირებულება
საინვესტიციო ღირებულება   სადაზღევევო ღირებულება
სამომხმარებლო ღირებულება   საგირავნო ღირებულება
საუტილიზაციო ღირებულება

 

ყოველდღიურ ცხოვრებაში დამკვიდრებული ეკონომიკური ურთიერთობებიდან გამომდინარე, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შესაძლოა დასჭირდეთ ქონების ღირებულების განსაზღვრა და სასურველია, რომ მათ ისარგებლონ საშემფასებლო მომსახურებით შემდეგი გარემოებების დადგომისას:

 

ყიდვა-გაყიდვისას მემკვიდრეობით გადაცემისას
ფინანსური ანგარიშგებისთვის დაზღვევისთვის
ინვესტიციების მოსაზიდად კომპანიათა შერწყმისას
სესხის უზრუნველყოფისთვის კომპანის რესტრუქტურიზაციისას
აქტივების გადაფასებისას გაუფასურების ტესტირებისას
აქტივების გადაფასებისას შესყიდვის ფასის განაწილებისას
დავების გადასაწყვეტად
ქონების შეფასება შესაძლოა გადამწყვეტი იყოს სტრატეგიული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას და დაეხმაროს ბიზნესს დამაჯერებელი არჩევანის გაკეთებაში.
Appraisal services

დაუკავშირდით Moore Abc-ს

ჩვენი საერთაშორისო კორპორატიული გადასახადების გუნდი გთავაზობთ კომპლექსური მომსახურების სრულ სპექტრს.

"*" აღნიშნავს სავალდებულო ველებს.

ეს ველი ვალიდაციის მიზნებისთვისაა და უცვლელი უნდა დარჩეს.
ქვეყანა
ამ ფორმის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით თქვენი მონაცემების დამუშავებას ჩვენი წესების შესაბამისად კონფიდენციალურობის პოლიტიკა.