Moore ABC-მ ყოველწლიურად, 22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით ხეების დარგვის აქცია გამართა. ღონისძიების მიზანი ტყის აღდგენის მხარდაჭერა იყო. აქციაში Moore ABC-ის 30-ზე მეტმა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანიამ კრწანისის ტყე-პარკში (ფონიჭალის ნაკრძალი) ათობით მუხის ხე დარგო. მუხის ეს ენდემური სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი.
Moore ABC აღიარებს გარემოს დაცვისადმი პასუხისმგებლობას და მომავალშიც გეგმავს მსგავსი აქტივობების განხორციელებას.
“ჩვენი კომპანია აღიარებს მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნის მიზნით. Moore Global-ის ქსელის მთავარი ღირებულებებია საზოგადოება და ზრუნვა. ჩვენ ერთგულები ვართ საზოგადოებისა და ბუნებისთვის საუკეთესო შედეგების უზრუნველსაყოფად. ჩვენ ღრმად ვართ გატაცებულნი, რომ შეგვიძლია საზოგადოებისთვის კეთილდღეობის მოტანა და ვისწრაფვით უკეთესი სამყაროსა და მომავლისკენ. როგორც ჩვენი რწმენის ერთგული კომპანია, ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ საკუთარ თავს, დადებითი ცვლილებები შევიტანოთ იმ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ. ამიერიდან ჩვენი მიზანია, ეს ღონისძიება ყოველწლიურად ტრადიციად ჩავატაროთ”, - განაცხადა სოფო აბაიაძემ, აქტივობის ინიციატორმა.
დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება გარემოს დაცვის მხარდაჭერის მიზნით. პირველად 1970 წლის 22 აპრილს გაიმართა და ამჟამად მოიცავს ღონისძიებების ფართო სპექტრს, რომლებსაც გლობალურად კოორდინაციას უწევს EARTHDAY.ORG, მათ შორის 1 მილიარდი ადამიანი 193-ზე მეტ ქვეყანაში.

















