MISHA ABAIDZE

მიშა აბაიძე

მმართველი პარტნიორი
ჯორჯია

ბიოგრაფია

მიშა აბაიაძეს ეკისრება კომპანიის დავალებების სრული პასუხისმგებლობა, ხელმძღვანელობს გუნდს სტრატეგიულად და საჭირო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად.

მისი პრაქტიკა მოიცავს ISA მოთხოვნების შესაბამისად ჩატარებულ IFRS ფინანსური ანგარიშგების აუდიტს, სპეციალური დანიშნულების აუდიტს, სათანადო შემოწმებას, საგადასახადო და სამართლებრივი შესაბამისობის მომსახურებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქონების შეფასების მომსახურებას საერთაშორისო შეფასების სტანდარტების შესაბამისად და ა.შ.

მიშამ კარიერა 2000 წელს უმსხვილეს საერთაშორისო აუდიტორულ და სააღრიცხვო ფირმაში დაიწყო. პროფესიისადმი ერთგულებამ, ადგილობრივი ბუღალტრული აღრიცხვისა და შეფასების პრაქტიკის ფართო ცოდნამ შთააგონა, მონაწილეობა მიეღო საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და შეფასების პროფესიის განვითარებაში პროფესიულ ორგანიზაციებში მონაწილეობის გზით. დღეისათვის მიშა არის საქართველოს დამოუკიდებელი შემფასებლების საზოგადოების პირველი ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის ეთიკისა და დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე.