აუდიტორის ასისტენტი/სტაჟიორი


 

სტაჟიორი


დეპარტამენტი: ფინანსური აუდიტი

დასრულების თარიღი: მიმდინარე



Widget can't be used as inline.

ძირითადი მოვალეობები:

** აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით აუდიტში მონაწილეობა;
** აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება;
** აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა;
** განსაზღვრული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება;
** აუდიტის ჯგუფის წევრებისა და აუდიტის მენეჯერისათვის აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება;

ძირითადი მოთხოვნები:

** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
** ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის საფუძვლების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სწრაფად ათვისების უნარი
** ინტერესი ბუღალტერიის/ფინანსების/აუდიტის სფეროში
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი
** ყურადღება დეტალების მიმართ
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ თანამდებობის დასახელება "აუდიტის ასისტენტი/სტაჟიორი".