საშემფასებლო მომსახურება

ქონების პროფესიული საშემფასებლო მომსახურების ფარგლებში შეფასება გულისხმობს შესაფასებელი ქონების ეკონომიკური ღირებულების განსაზღვრას. ფაქტობრივად, შეფასება მიზნად ისახავს ქონების არა მხოლოდ როგორც ფიზიკური ღირებულების განსაზღვრას, არამედ მისი საკუთრების უფლებისა და ამ უფლების გამოყენების შედეგად მისაღები ეკონომიკური სარგებლის ღირებულების განსაზღვრას. საშემფასებლო პრაქტიკაში ქონებად მიიჩნევა ნებისმიერი რამ (როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური), რისი საკუთრების უფლებაც აქვს ფიზიკურ ან იურიდულ პირს და რომელზეც შესაძლებელია სვადასხვა სამეურნეო ოპერიაციების განხორციელება (ყიდვა და გაყიდვა, იჯარით გაცემა, გაქირავება, იპოთეკით დატვირთვა და დაგირავება). ამდენად, შეფასების საგანი შეიძლება იყოს:

  • მიწა
  • ბიოლოგიური აქტივები
  • შენობა-ნაგებობები
  • ფუნქციონირებად საწარმო
  • მანქანა-დანადგარები
  • ბიზნესი და წილი ბიზნესში
  • მოწყობილობები და ინვენტარი
  • ინტელექტუალური საკუთრება
  • მარაგები
  • ლიცენზიები და ხელშეკრულებები

 

შეფასების მიზნიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე, შემფასებლის მიერ განისაზღვრება შესაბამისი სახის ღირებულება. ქონების შეფასებაში განასხვავებენ შემდეგი სახის ღირებულებები:

 
 
  • საბაზრო ღირებულება
  • ლიკვიდაციის ღირებულება
  • სამართლიანი ღირებულება
  • საგადასახადო ღირებულება
  • საინვესტიციო ღირებულება
  • სადაზღვევო ღირებულება
  • სამოხმარებლო ღირებულება
  • საგირავნო ღირებულება
  • უტილიზაციის ღირებულება

 

ყოველდღიური ეკონომიკური გარემოებებიდან გამომდინარე, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შესაძლოა დასჭირდეთ ქონების ღირებულების განსაზღვრა. სასურველია რომ მათ ისარგებლონ  საშემფასებლო მომსახურებით შემდეგი გარემოებების დადგომისას:

  • ყიდვა-გაყიდვისას
  • მემკვიდრეობით გადაცემისას
  • ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის
  • დაზღვევისთვის
  • ინვესტიციების მოსაზიდად
  • კომპანიის შეწყმისას
  • სესხის უზრუნველყოფისთვის
  • კომპანიის ლიკვიდაციისას
  • აქტივების გადაფასებისთვის
  • კომპანიის რესტრუქტურიზაციისთვის
  • ქონებრივი დავების გადასაწყვეტად

 

ქონების შეფასება შესაძლოა გადამწყვეტი იყოს სტრატეგიული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას და დაეხმაროს ბიზნესს დამაჯერებელი გადაწყვეტილებების მიღებაში.

This is a sample quotation content.
Sample citation