ფინანსური მენეჯერის მომსახურება

კომპანიებს ხშირად სჭირდებათ მენეჯერული აღრიცხვა - რეპორტინგი, რომლის მიხედვითაც ხდება ორგანიზაციისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღება, ბიზნეს პროცესების მართვა, კონტროლის სისტემის შექმნა როგორც მენეჯმენტზე ასევე მთლიანად ფინანსურ ანგარიშგებაზე.  

ჩვენ შეგვიძლია ყოველთვიურად ან კვარტალურად მოგაწოდოთ თქვენ საჭიროებებზე და მოთხოვნებზე აგებული მენეჯერული ანგარიშგებები.  ჩვენი გუნდი ხელს შეგიწყობთ ადგილობრივი და საერთაშორისო ანგარიშთა სისტემების დადარებაში  და მოგაწვდით ყველა გარდამტეხ მონაცემს თქვენთვის საჭირო ფორმატში. თავის მხრივ, ეს საშუალებას მოგცემთ მიიღოთ სააღრიცხვო ინფორმაცია იმ ფორმით წარმოდგენილი, რომელიც ზუსტად შეესაბამება კომპანიის მენეჯერულ საჭიროებებს. 

ჩვენ შეგვიძლია მოგიმზადოთ ფინანსური ანგარიშგება კომპანიის შიდა პოლიტიკის და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, რომლის წარდგენასაც შეძლებთ როგორც მენეჯმენტისთვის ასევე აუდიტორებისთვის დასამოწმებლად. ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ თქვენთან, რადგან დარწმუნებული ვიყოთ რომ ვიყენებთ შესაბამის ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებს, რომელიც არის სწორედ თქვენი ბიზნეს საჭიროებებისთვის და თქვენი მოთხოვნები მაქსიმალურად დაკმაყოფილებულია.