SWOT ანალიზი

ძლიერი და სუსტი მხარეები ხშირად დაკავშირებულია კომპანიის შიდა პოლიტიკაზე, ხოლო შესაძლებლობები და საფრთხეები ძირითადად სათავეს იღებს გარემო პირობებიდან. სვოტ ანალიზის სახელი წარმოდგება ოთხი პარამეტრის აბრევიატურიდან.

ბიზნესის ან პროექტის ძლიერი მახასიათებლები წარმოადგენს უპირატესობას სხვა ბაზრის მონაწილეებთან. სუსტი მახასიათებლები ჩნდება ბიზნესის ან პროექტის წარმართვისას რომელიც ბაზრის სხვა მონაწილეებისთვისაც ძირითადად მსგავსია. შესაძლებლობები ესაა ის ელემენტები, რაც ბიზნესს შეუძლია აქციოს მის უპირატესობად. საფრთხეებს შეუძლიათ გამოიწვიონ ბიზნესის ან პროექტის მარცხი.

კონდიციაში როდესაც საწარმოს შიდა სიტუაცია შეესაბამება გარე ბიზნეს გარემოს, კომპანიის კონცეფცია სტრატეგიულად შესაბამისობაშია. სვოტ ანალიზის იდენტიფიცირება მნიშვნელოვანია, რომ შევიტყოთ გეგმის შემდგომი საფეხურები და მიზნები. უპირველეს ყოვლისა მენეჯმენტმა მხარი უნდა დაუჭიროს მიზნებს რომელიც შესრულებადია სვოტ ანალიზის ჩატარების შედეგად, გეგმასთან შეუსაბამობის შემთხვევაში კი უნდა განისაზღვროს სხვა მიღწევადი ნაბიჯები და განმეორდეს გეგმის შესრულების პროცესი.