საკონსულტაციო მომსახურება

მოორ-ის ექსპერტები თავდაუზოგავად დაგეხმარებიან თქვენი ბიზნესისთვის ეფექტური სამოქმედო სტრატეგიის შემუშავებასა და მის დანერგვაში.

კომპანიებს, განვითარებასთან ერთად, ესაჭიროებათ სტრატეგიული დაგეგმვისა და არსებული მართვის პოლიტიკის გადახედვა. ჩვენი გამოცდილება სტრატეგიული კონსულტაციის სფეროში საშუალებას გვაძლევს, თქვენი კომპანიის სიტუაციური ანალიზისა და სამოქმედო გეგმის შერჩევისთვის შევიმუშაოთ ზუსტი ალგორითმი. ჩვენ საამისოდ გაგვაჩნია საქართველოს პირობებში ბაზრის სპეციფიკის ცოდნა, ვემყარებით საერთაშორისო სტანდარტებს, მეთოდოლოგიას და ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს.

ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკის ცოდნა და საერთაშორისო გამოცდილება უნიკალური შედეგის მიღწევის საშუალებას გვაძლევს. მოორ-ის ოფისების თანამშრომლობით შესაძლებლობა გვაქვს, გამოვიყენოთ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები. ასევე, ხელი მიგვიწვდება საერთაშორისო ბაზებზე და გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:

  • ინვენტარიზაცია

  • საინვესტიციო პროექტების შემუშავება და ინვესტიციების ეფექტურობის შეფასება

  • გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვა

  • არსებული საინვესტიციო პროექტის ანალიზი

  • SWOT ანალიზი

  • აქტივების და ქონების მენეჯმენტი