მიშა აბაიაძე

მიშა აბაიაძე

მმართველი პარტნიორი

მიშა პასუხისმგებელია კომპანიის ყველა პროექტის შესაბამისი სტანდარტებით მართვაზე და თანამშრომლების სტრატეგიულ ხელმძღვანელობაზე. როგორც პარტნიორი, მიშა ასევე წარმოადგენს კრიტიკულ რგოლს კლიენტებთან ურთიერთობაში და მასვე ეხება ფირმის შიგნით აუდიტურ, საგადასახადო და იურიდიულ, ბუღალტერთა და ბიზნეს კონსულტანტთა ასევე შემფასებელთა გუნდის წევრებთან ყოველდღიური ურთიერთობა.

იგი ხელმძღვანელობს Moore ABC-ის გუნდს, რომელიც მოიცავს 20-ზე მეტ პროფესიონალ თანამშრომელს, უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროფესიულ მომსახურების გაწევას ბიზნეს სექტორის ფართო სპექტრისათვის, როგორიცაა საბანკო, სადაზღვევო, მიკროსაფინანსო, სამრეწველო, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კომუნიკაციის სოფლის მეურნეობის, მუნიციპალური და არასამთავრობო სექტორები.

მისი გამოცდილება მოიცავს IFRS-ის მოთხოვნების შესაბამისი შედგენილი ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ISA სტანდარტების შესაბამისად, სპეციალური დანიშნულების აუდიტს, დიუ დილიჯენსს, საგადასახადო და იურიდიული მომსახურების გაწევას საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, ასევე ქონების შეფასებას საერთაშორისო შეფასების სტანდარტების შესაბამისად და ა.შ.

მიშამ თავისი კარიერა დაიწყო 2000 წელს PKF-დან. მისმა მაგისტრის ხარისხმა აუდიტში, აღრიცხვასა და კონტროლში, ასევე ერთობლივმა აუდიტურმა პროექტებმა PricewaterhouseCoopers-ის საერთაშორისო გუნდთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მის კარიერულ წინსვლაში. იგი არის სერტიფიცირებული აუდიტორი.

პროფესიისადმი ერთგულებამ, ადგილობრივი ბუღალტერული აღრიცხვის და იურიდიულ საკითხების ცოდნამ, ასევე სხვადასხვა პროფესიულ ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილებამ მიშას საშუალება მისცა მონაწილეობა მიეღო საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიის განვითარებაში და 2008 წელს იგი გახდა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის წევრი და საწევრო კომიტეტის თავმჯდომარე.

მიშა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა წლებში ასწავლიდა ფინანსურ აღრიცხვას IFRS-ის შესაბამისად, მმართველობით აღრიცხვას და ბუღალტერიის თეორიულ კურსს.