მამუკა დანელია

მამუკა დანელია

პარტნიორი / შეფასების და კონსალტინგის დეპარტამენტის მენეჯერი

მამუკა დანელია პასუხისმგებელია კომპანიის შეფასებისა და კონსალტინგის
დეპარტამენტზე. მართავს რა დეპარტამენტებს იგი პასუხმგებელია მათ მიერ
შესრულებული სამუშაოს ხარისხის უზრუნველყოფაზე.

მისი გამოცდილება მოიცავს უძრავი ქონების შეფასებებს, მოძრავი ქონების შეფასებებს,
არამატერიალური აქტივების შეფასებებს, ბიზნესისა და მოქმედი საწარმოს შეფასებებს,
საინვესტიციო პროექტების შემუშავბას, ინვესტიციების ეფექტურობის შეფასებას და ა.შ.

მამუკამ შემფასებლად მუშაობა დაიწყო 1999 წელს, საქართველოს უმსხვილეს აუდიტურ
და საბუღალტრო კომპანიაში, რასაც თანდათანობით მოჰყვა მისი შეფასებისა და ბიზნეს-
ანალიზის განყოფილების მენეჯერად, ხოლო შემდგომ - შეფასების პარტნიორად გახდომა.
13 წლის განმავლობაში იგი თავმჯდომარეობდა საქაღთველოს პროფესიონალ ქონების
შემფასებელთა ფედერაციის საშემფასებლო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის
კომიტეტს. მას აქვს საერთაშორისო საშემფასებლო სტანდარტებისა (IVS) და
პროფესიონალური საშემფასებლო პრაქტიკის ერთიანი სტანდარტების (USPAP) მიხედვით
შეფასების გამოცდილება.